მოძრაობამ ” ხალხისთვის” საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული სია დაარეგისტრირა[ვიდეო]

პოლიტიკურმა მოძრაობამ ” ხალხისთვის” რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სია დაარეგისტრირა. სია N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში  მაჟორიტარობის კანდიდატებმა  სალომე წერეთელმა და ირაკლი ბუცინაშვილმა  მიიტანეს.

ისინი გამარჯვებისთვის რუსთავის  N6 და N3 საარჩევნო  ოლქში იბრძოლებენ. პოლიტიკური მოძრაობას”ხალხისთვის” რუსთავში მერობის კანდიდატი 2021 წლის არჩევნებზე არ ეყოლება.