ნინო ლაცაბიძე დავით კირკიტაძის ბრიფინგს პასუხობს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ, დავით კირკიტაძის ბრიფინგს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის, მისი გუნდისა და თითოეული რუსთაველისთვის ნაკლებად საინტერესოა ოპოზიციური პარტიების ცრუ დაპირებები. ლაცაბიძე ფიქრობს, რომ რუსთაველებისთვის  ლიფტების პრობლემის მოგვარება და სადარბაზოების მოწესრიგება უფრო მნიშვნელოვანია.

“ჩემთვის, ჩემი გუნდისა და თითოეული რუსთაველისთვის ნაკლებად საინტერესოა ოპოზიციური პარტიების ცრუ დაპირებები. შესაბამისად სიცრუესა და დემაგოგიაზე აგებული ბრიფინგებიც. მე მესმის, რომ მათ არ აქვთ შეხვედრები, არ ხვდებიან მოსახლეობას, არ აქვთ გეგმა. ას დღიან გეგმაზე საუბრობენ. არ აქვთ კამპანია, გარდა იმისა, რომ სიცრუე და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ