რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

სოფელ ფერიაში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,  დაზარალებულებს ქირით გადაიყვანენ. გეოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ  გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარება მათ სახელმწიფო.