როდის დაიწყება სწავლა რეალურ სივრცეში – პაატა იმნაძის პასუხი

“მიმდინარე სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს” – ამის შესახებ NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მინიმუმამდე ჩამოვა, სასკოლო სივრცეში სწავლის განახლება შესაძლებელი გახდება.

“გეთანხმებით – რისკი იმის, რომ ვირუსი სკოლის გარეშეც გადასდონ ერთმანეთს, არსებობს, თუმცა რისკები განსხვავებულია როცა ბავშვი ეზოში, ღია სივრცეში თამაშობს და როცა ბევრ თანაკლასელს ხვდება ერთ ოთახში.

იმედი გვაქვს, რომ ავადობა იკლებს ქვეყანაში იმ დროისთვის, რაც გათვლილი გვქონდა და ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მაჩვენებლები მინიმუმადე ჩამოვა, სასკოლო განათლების სასკოლო სივრცეში აღდგენა შესაძლებელი გახდება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.