რუსთავში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მკურნალობას კლინიკა “რუსთავში” გადიოდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტს გულის თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. 

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 პაციენტი გარდაიცვალა.