რუსთავში მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს[ვიდეო]

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,  პარტიული სია ჯამში 18-მა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა.

სიების წარდგენის ვადა გუშინ, 2 სექტემბერს ამოიწურა.

როგორც რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, 16-მა პარტიამ წარადგინა როგორც პროპორციული სია, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები, 2 პარტიას კი მხოლოდ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება.

პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ცესკოში პარტიული სიები შეიტანეს:

1. “მესამე ძალა”

2. “ევროპული საქართველო” მოძრაობა თავისუფლებისთვის

3 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

4. ევროპული დემოკრატები

5. “ალეკო ელისაშვილი” მოქალაქეები

6. “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

7.”ლელო”

8. “შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

9.გახარია – საქართველოსთვის

10.”თეთრები”

11.”გირჩი”

12.თავისუფალი საქართველო ( ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)

13.თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზა

14. ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო

15. სახალხო პარტია

16.”ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი- მეტი თავისუფლება”

17. “ანა დოლიძე” – ხალხისთვის

18. რეფორმატორები

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს:

“ქართული ოცნება” – ნინო ლაცაბიძე

“გაერთიანებული ოპოზიცია”- დავით კირკიტაძე

“გახარია- საქართველოსთვის”- ბექა ლილუაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”- თორნიკე არევაძე

“ევროპელი დემოკრატები” – ვაჟა ბახტურიძე

“თეთრები”- ელგუჯა ქოჩიაშვილი

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საბუთებში შეუსაბამობები დაფიქსირდა, კანონის შესაბამისად, პარტიებს ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა ექნებათ. პარტიების რეგისტრაცია მხოლოდ შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ მოხდება.