რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის საბავშვო ბაღებსა და რეკრეაციულ სივრცეებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
ინფორმაციისთვის, წლის განმავლობაში ქალაქში ჯამში 56 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის ჯამში 25 მილიონია გამოყოფილი, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15, ხოლო რეგიონული ფონდიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.