რუსთავის მერები – ვინ და რომელ წლებში იყო ქალაქის პირველი პირი

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ქალაქის ისტორია, სხვადასხვა დროს, 8 მერს ითვლის.

ინდუსტრიული ქალაქის პირველი მერი სოსო არეშიძეა, მან თანამდებობა  1993 წელს დაიკავა და ქალაქის პირველი პირი 1995 წლამდე იყო.

შემდეგი მერი  მერაბ ტყეშელაშვილია, რომელიც  ორი ვადით თავდაპირველად 1995-1999 წლებში , ხოლო მეორედ  2002-2005 წლებში იკავებდა თანამდებობას.

ასევე ორი ვადით მოღვაწეობდა ლაშა მინდელიც, 1999-2001/2012-2013 წლებში.

მომდევნო მერი იყო  დავით ნადაშვილი 2005-2008 წლებში.

ნადაშვილის შემდეგ, რუსთავის მერად მამუკა ჩიქოვანი დაინიშნა, რომელიც 2008-2011 წლებში იკავებდა მერის თანამდებობას.

მამუკა ჩიქოვანი 2011-2013 წლებში ზაქარია დარჩიაშვილმა ჩაანაცვლა.

დავით ჯიქია 2013-2017 წლებში  იკავებდა მერის თანამდებობას.

შემდეგი და მოქმედი მერი 2017 წლიდან ირაკლი ტაბაღუაა.  ვინ დაიკავებს მის ადგილს სწორედ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გავიგებთ.