სასტუმრო “რუსთავს” საკარანტინე პროექტში ჩართულობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა[ვიდეო]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მადლობის სიგელები და ჯილდოები საკარანტინე პროექტში ჩართულ განთავსების ობიექტებს, მათ შორის სასტუმრო “რუსთავს”  გადაეცა. ჯილდოები სასტუმროების ხელმძღვანელ პირებს ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებმა გადასცეს.

პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის მარტიდან 250-მდე სასტუმრო იყო ჩართული. სასტუმროებსა და სატრანსპორტო კომპანიებში 5000-მდე ადამიანი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში კი 180,000-მდე ადამიანს გაეწია მომსახურება.