“საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი რუსთავში ბექა ლილუაშვილი იქნება

პარტიამ “საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რუსთავში “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი იქნება.

“რუსთავის მერობის კანდიდატი, ბექა ლილუაშვილი. ბექა პროფესიული ეკონომისტია, მრავალწლიანი გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, მას აქვს აბსოლუტურად მკაფიო ხედვა როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე და დარწმუნებული ვარ, ის გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც თბილისის, ასევე რუსთავის ერთიან ურბანულ სივრცეში, ერთიან აგლომერაციაში მოქცევით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დამატებითი და უმძლავრესი მუხტის მიცემის, ეს იქნება ბექასთვის მნიშვნელოვანი საქმე”- განაცხადა გიორგი გახარიამ.