საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 010 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 216 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 6,32%, ბოლო შვიდი დღის – 5,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 609 340 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 580 891 გამოჯანმრთელდა, 8 884 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 760 878 აცრა, დღიურად აცრილია 11 421.