საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 21,7%-ია სრულად ვაქცინირებული

14 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 534 111 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.0%-ია. სრულად ვაქცინირებულია 619 889 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 21.7%-ს შეადგენს. 13 სექტემბერს 26 125 ადამიანი აიცრა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი.