დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი.
16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.
საქართველოს მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.