საქართველოში სულ 1 491 371 აცრა ჩატარდა

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 491 371 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ცნობით, 11 სექტემბერს 21 199 ადამიანი აიცრა.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 289, ხოლო გარდაიცვალა 39 პაციენტი.