საქართველოში 1 314 104​ აცრაა ჩატარებული

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.