გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, ფალიაშვილის, ახალგაზრდული პარკის, ახმეტელის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, ზირბითი, წყლულეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში მუგანლო, დიდი მუღანლო, სადახლო, ცოპი, ცოფი, ხოჯორნი, სარალი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, გამარჯვება, ლოჭინი, დიდი ლილო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.