16 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენეგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კირიხლო, ყულარი, არაფლო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ნიკოლაძის, მშენებელთა, მარის არხის, მესხიშვილის, გოგებაშვილის, ფიროსმანის, ბოსტანქალაქის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, სამწვერისი, ვანათი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, ახა, სარკინეთი, განახლება, კარაბულახი და მიმდებარე სოფლებში.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.