18 და 20 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ქუჩებზე;

20 სექტემბერს 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის და თეთრიწყაროს რაიონის სოფლეში ბედიანი, ხრამჰესი, დიდი კლდეისი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე და თბილისი წითელი ხიდის 21-ე კილომეტრზე.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.