“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, 2 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე და დაღეთი;
11:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ზემო ოროზმანი, პანტიანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში;
13:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათი, რეხა და მიმდებარე სოფლებში;
17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.