3 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კირიხლო, ყულარი, კესალო, ქეშალო, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ივანოვკა, შიხილო, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-19, მე-18, მე-16, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, მეგობრობის, ცურტაველის, გორის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, გოგი დოლიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის რაიონის სოფლებში ნახიდური, თამარისი, მოლახმედლო, ხიდისყური, ბალახაური, დიოკნისი, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.