დმანისში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დმანისში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ.

“ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა – არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!”, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.