საქართველოში ექიმების 58% სრულად ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო 76% ერთჯერადად არის აცრილი.

“მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.