უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1141 ლარი ეღირება, ევრო – 3.6759 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3189 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1152 ლარი ღირდა, ევრო – 3.6691 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3074 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 სექტემბერს ამოქმედდება.