ამომრჩევლების 12:00 საათის აქტივობა რუსთავში

რუსთავში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა და არჩევანი დააფიქსირა 19 032-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლების 17.8%-ია.

N20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში არსებული 84 ძირითადი უბანი შეუფერხევლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველს უბანზე მისვლა 08:00 საათიდან შეეძლო.

ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ 84 ძირითადი უბანია, გარდა ამისა 3 სპეცუბანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი იზოლაციაში და ცხელების ცენტრებში მყოფი პირებისთვის. რაც შეეხება ამომრჩევლების რაოდენობას, რუსთავში 106 895 ამომრჩეველია.

რაც შეეხება გარდაბანს, 12:00 საათის მონაცემებით საარჩევნი უბანზე გამოცხადდა 10 100 ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლების 14.07 პროცენტია.