ვაჟა ბახტურიძე: მოლოდინი მაქვს, რომ კვალიფიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს 

რუსთავის მერობის კანდიდატმა პარტია “ევროპელი დემოკრატებიდან”, ვაჟა ბახტურიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.  ბახტურიძემ ხმა N22 სკოლაში მოწყობილ საარჩევნო უბანზე მისცა.

“ისეთი მოლოდინი მაქვს რომ კვალიფიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გარკვეულ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა ვაჟა ბახტურიძემ.