კახიშვილი: სააკაშვილისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სამი წლის მანძილზე არ იქნება არჩევნები და ეს არის ბოლო გასროლა

“ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ ადგილობრივი არჩევნების იდენტიფიცირებას რაღაც რეფერენდუმთან, თითქოს კავშირშია საპარლამენტო არჩევნებთან, ამიტომ სურთ ტემპერატურის აწევა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა კახი კახიშვილმა, რუსთავში “ქართული ოცნების” ოფისში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მმართველი გუნდის წევრი ამბობს,  ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა “ფეიკია” და მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს.

“ფაქტია, როდესაც ადამიანს სურს მკაფიო გზავნილის გაკეთება, რომ ის საქართველოშია და საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის აკეთებს, რომ ის არის საქართველოში,  ასეთ ბუნდოვან ვიდეოებს არ იღებენ, სადაც გაურკევეველი ფონია და გარკვევით არ ჩანს ბათუმშია თუ სხვა რომელიმე ქალაქში.

ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს “ფეიკია” მითუმეტეს, რომ საზღვრები არ გადაუკვეთავს, არც უკრაინის და არც საქართველოსი.

მეორე, რატომ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ კარგად არის მისთვის ცნობილი, რომ საქართველოში სამი წლის მანძილზე არ იქნება არჩევნები და ეს არის ბოლო გასროლა.  თქვენ იცით, რომ ისინი ცდილობენ ადგილობრივი არჩევნების იდენტიფიცირებას რაღაც რეფერენდუმთან, თითქოს კავშირშია საპარლამენტო არჩევნებთან, ამიტომ სურთ ტემპერატურის აწევა. “- განაცხადა კახა კახიშვილმა.