მეთუნეობა საქართველოში ოდითგანვე გავრცელებული დარგია, მისი განვითარების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არერთი კერამიკული ნაკეთობა, რომლებიც მუზეუმებშია დაცული.
ოთარ შარაბიძე, თეთრიწყაროში მცხოვრები კერამიკოსია, რომელმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა.