კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს. ცვლილება არ შეეხება მასში შემავალ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram და Whatsapp. იცვლება მხოლოდ მფლობელი კომპანიის სახელი.
ინფორმაციისთვის, Meta ბერძნული სიტყვაა და ქართულად “მიღმიერს” ნიშნავს. როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან, კომპანია იმუშავებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სამყაროს მიღმა, მეტავერსში არსებობს.
ცნობისთვის, სახელთან ერთად კომპანიამ ლოგოც შეცვალა. კომპანიამ ახალი ლოგო და სახელი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე უკვე ოფიციალურად შეცვალა.