საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ვირუსით ინფიცირების 325 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 513 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 711 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 652 505 გამოჯანმრთელდა, 9 961 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 970 109 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.