რუსთავის მერობის კანდიდატმა პარტია “საქართველოდან” ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგი გამართა. ლილუაშვილმა ამომრჩეველს 14:30 საათის მონაცემები გააცნო, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, რუსთავში საარჩევნო უბნებზე დარღვევები გამოვლინდა, რაც მათმა წარმომადგენლებმა ოქმის სახით დააფიქსირეს.
“რუსთავში დილიდან, უბნის გაღების მომენტიდან, არჩევნები მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე დარღვევებით.ამ დროისთვის დარღვევები არის სხვადსხვა, სამი -ოთხი ტიპის დარღვევაზეა საუბარი.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის კამერების ისეთ ადგილზე განთავსება ,რომელიც პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინას და ჩნდება თავისუფალი არჩევანის გათქმის საფრთხე, ფარულობის საფრთხე. ასეთი სიტუაციები გამოვლენილია მრავალ უბანზე, თოთოეულ უბანზე დაფიქსირებულია შესაბამისი საჩივარი, თუმცა, სამწუხაროდ, ადგილზე მდგომარეობა არ არის ამ დრომდე გამოსწორებული. როგორც ჩანს “ქართულმა ოცნებამ” დაინახა საფრთხე და ახალი მეთოდების გამოყენებას მიჰყო ხელი”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.