პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს

ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და დღევანდელი დღის მშვიდობიანად დასრულებისთვის.

„მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესუნალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა პირიქით გაძლიერდება, დაცულია საზღვარი ტერიტორია და კანონის უზენაესობა. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.