ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეეტილებით, ე.წ ბუსტერ (დამატებით) დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. მოქალაქე დასარეგისტრირებლად https://booking.moh.gov.ge/ უნდა შევიდეს, ან იმ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს, სადაც ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
საბჭოს გადაწყვეტილებით 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს.









