ჯალათი ციხეში“ – ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ არის ორგანიზებული.
საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა.