სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა.

საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული.

აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.