ქვემო ქართლში სეს-მა 4 ობიექტი დააჯარიმა[ვიდეო]

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში  50-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა.  ლაბორატორიული კვლევისათვის სურსათის 20-მდე ნიმუში აიღეს, რომელთაგან 4 შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევისთვის ობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრა.  ​

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა Tv4-ს განუცხადა, დარღვევები გამოვლინდა რუსთავშიც. კრიტიკული შეუსაბამობისთვის დაჯარიმდა ერთ-ერთი სასურსათო ობიექტი.