მარნეულში “გადაჭრილ გორაზე” ფილმს გადაიღებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტში “გადაჭრილ გორაზე” ფილმს გადაიღებენ, რომელიც სამუშაო სახელწოდებით – In Pursuit of Flavor, იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საკითხზე მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი პირები და საპროდიუსერო კომპანია 35mmyth (აშშ, ჯორჯიას შტატი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.