ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.