თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა თბილისში, საბურთალოზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.