ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა[ვიდეო]

ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის  სადარბაზო ჩამოინგრა. სავარაუდოდ, არიან შემთხვევის შედეგად დაშავებულები. შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში მოხდა.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით, სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.

არსებული ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი გაუწევს.

ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.