გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვა[ვიდეო]

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე.

გარდა სახელმწიფო უწყებებისა, დროშები დაეშვა დიპლომატიური მისიების შენობებზე, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ქვემო ქართლშიც.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.