ვინ აიცრება უფასოდ გრიპის ვაქცინით

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

NCDC-ში აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

„ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეუძლიათ მივიდნენ ამცრელ პუნქტებში. ანალოგიურად შეუძლიათ დიაბეტის მქონე პირებსაც.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში. მაგალითად, სკოლის პედაგოგებს და ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ გრიპის ვაქცინა“, – აღნიშნავს გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი.