საფრანგეთში ქართველების ჯგუფი დააკავეს – დაკავებულებს სიგარეტის კონტრაბანდას ედავებიან

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შექმნას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაბალ ფასიან თამბაქოს ეზიდებოდნენ და მოგებიდან წილი ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიჰქონდათ.

სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ საფრანგეთის პოლიციამ 61 ჩხრეკა ჩაატარა და სომხებისა და ქართველების ჯგუფები დააკავა.