თურნავა: ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება[ვიდეო]

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარის კურსი არ მერყეობს და საკმაოდ მყარია. რაც შეეხება საწვავის ფასს, მინისტრის თქმით, ძირითადი ფაქტორი საგარეო ბაზრებზე  ფასის მატებაა.

“პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს და მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს, გარკვეულწილად,  აპირწონებს, ანეიტრალებს ამ ტენდენციას.

ზოგადად, ინფლაცია, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მაღალი ინფლაცია კოვიდვითარებაში ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა პირველად გვქონდა ჩვენ წინა თვეში სტატისტიკური კლების ნიშანი (ინფლაციის დონის) და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება, ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს”- ამბობს თურნავა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება.

“ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა. ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ძალიან კარგია”- ამბობს ნათია თურნავა.