კირკიტაძე: საიდუმლო არ არის, ვის დავუჭირე მხარი,  ასე მოიქცევა რუსთავიც

“საიდუმლო არ არის, ვის დავუჭირე მხარი,  ასე მოიქცევა რუსთავიც და ეს ქალაქი არ დაემონება ოლიგარქს. შემდეგ იქნება ის, რაც ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის ბედი მიანდო ქართველებს და მჯერა, რომ ქართველები გააკეთებენ არჩევანს თავისუფლების სასარგებლოდ და არა მონობის სასარგებლოდ.”- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ, რომელმაც ხმა რუსთავის N79-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, რუსთავში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.

“რუსთავში შემოდის სხვადასხვა უბნებიდან დარღვევების შესახებ ინფორმაციები. დილიდან ადამიანები საჯაროდ აცხადებდნენ დარღვევებზე.  ბევრ ადგილზე შეინიშნებოდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ახდენდნენ გავლენას ამომრჩევლებზე, არ იშლიან დარბიან სიებით საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსების გარშემო, ცდილობდნენ მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე, მაგრამ ეს არ უშველით და მათ ეს არჩევნები წააგეს.”-განაცხადა  დავით კირკიტაძემ.