კოვიდ19-ის გამო რუსთავის ოთხი საბავშვო ბაღი დაიკეტა

კორონავირუსის დადასტურების გამო, რუსთავის ოთხ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამ დროისთვის, მე-11, 25-ე, 34-ე და 36-ე სააღმზრდელო დაწესებულებებია დაკეტილი. ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, კოვიდ-19 ბაღის თანამშრომლებს და აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ცნობით, მე-11 და 25-ზე საბავშვო ბაღები გასულ კვირას დაიკეტა და სასწავლო პროცესი 25 ოქტომბრიდან განახლდება. 34-ე და 36-ე ბაღებში კი სწავლა 1-ლი ნოემბრიდან აღდგება.