კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა საქართველოში | 17 ოქტომბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 123 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 852, „პისიარ“ ტესტით – 21 271.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,93%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო 7 დღის – 8,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 662 334 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 612 481 გამოჯანმრთელდა, 9 468 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 911 877 აცრა, დღიურად აცრილია 4 681.