კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა – 6 ოქტომბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში  1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა  24 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,9%, ბოლო 14 დღის – 5,53%, ბოლო 7 დღის – 5,31%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 623 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 594 669 გამოჯანმრთელდა, 9 134 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –  1 836 443  ადამიანი, დღიურად აცრილია 9 075.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 077 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 623 პირი.