სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატი გაიზრდება

 სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება, რაც  2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით არის გათვალისწინებული, არისთვისაც  79.4 მლნ ლარია განსაზღვრული.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 975.0 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება.

ამასთან, ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, 88.7 მლნ ლარით გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.