საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა, დღიურად აცრილია 6 837.