13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.  ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, ბრალდებული გუშინ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. ფაქტის გახმაურების შემდეგ, მამაკაცმა მიმალვა სცადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.